Loading data...
ალბანეთში სტუდენტური აქციების ფონზე მთავრობა კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს

„მთავრობა ახალი საკანონმდებლო ზომების მიღებას გეგმავს, რომლებიც საპროტესტო აქციების რეგულირებასა და უსაფრთხოების გამკაცრებას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების უწყვეტ დემონსტრაციებს უკავშირდება.

სტუდენტური საპროტესტო აქციები, რომლებიც განათლების სისტემაში არსებული პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო, უკვე მე-13 დღეა მიმდინარეობს.

მთავრობის მიერ შეთავაზებული ახალი ინიციატივა ითვალისწინებს ჯარიმების დაწესებას უნებართვო დემონსტრაციების ორგანიზებისთვის. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება ონლაინ სივრცესაც - კერძოდ, მკაცრი ზომები გატარდება ინტერნეტით ძალადობისა და დესტაბილიზაციისკენ მოწოდებების წინააღმდეგ.