Loading data...
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინას გაწევრიანების საკითხში ატყუებს

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის მიდგომა ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისადმი. ამის შესახებ მან Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

რამამ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა და გაიხსენა, რომ 1989 წელს აღმოსავლეთ გერმანიისთვის არავის მოუთხოვია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ყველა, 33-ვე პუნქტის შესრულება.

„როგორც ჩანს, ევროკავშირი ჩვენგან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ჩვენ გვსურს, ვიყოთ მისი ნაწილი. შეხედეთ უკრაინას. ის, რასაც მათ ჰპირდებიან, ტყუილია“, - განაცხადა მან.

„მათ არასდროს მიიღებენ გაწევრიანების სტანდარტული პროცესით, ყველა კრიტერიუმის დაცვით. ეს ყველამ იცის. რეალისტური გამოსავალი იქნებოდა უკრაინის ახლავე ჩართვა მოლაპარაკებებში და მისთვის სრულუფლებიანი წევრობის მინიჭება დამსახურების საფუძველზე“, - დასძინა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა.