Loading data...
ალბანეთის პოლიციამ მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა - Sky News

ალბანეთის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ, პოლიციელებსა და რამდენიმე დეპუტატს კვერცხებსა და ფქვილს ესროდნენ.

ალბანური მედიის ცნობით, დაპირისპირების შედეგად, სამი პოლიციელი და ერთი მომიტინგე დაშავდა.

ტირანაში ყოველდღიური საპროტესტო აქციები, უკვე ერთ თვეზე მეტია, მიმდინარეობს. დემონსტრანტები სანაპირო ზოლსა და დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილ სხვადასხვა სამშენებლო პროექტს აპროტესტებენ.

აქციები თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის მიერ დაგეგმილი ძვირადღირებული კურორტის პროექტის წინააღმდეგ დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.