Loading data...
ალაბამას შტატში დედა, ორსული მოზარდი და არასრულწლოვანი ბიჭი მოკლული იპოვეს - Fox News

ალაბამას შტატში ქალი, მისი ორსული მოზარდი ქალიშვილი და ვაჟი სასტიკად მოკლული იპოვეს. ინფორმაციას Foxs News ავრცელებს. როგორც ადგილობრივი შერიფი პოლ ბურჩი აცხადებს, პოლიციის თანამშრომლებს ცხედრები ცალ-ცალკე ოთახებში, ზურგს უკან შეკრული ხელებით დახვდათ. 

ამ დროისთვის, სამივე მსხვერპლი იდენტიფიცირებულია: 46 წლის ლიზა ფილდსს დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ამავე მდგომარეობაში იყო მისი ორსული ქალიშვილიც, 12 წლის ვაჟს კი ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

„სასტიკი სცენა იყო. იმედი მაქვს, რომ ამ ცხოველს სულ მალე დავიჭერთ“, - აღნიშნა შერიფმა.

როგორც მედიაში ვრცელდება, ამ ეტაპზე, ეჭვი რაიმე სახის ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით არ არსებობს. 

ბურჩის თქმით, სახლი არეული იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავეები დიდი ალბათობით, რაღაცას ეძებდნენ.

გამომძიებლების ცნობით კი, მკვლელობაში ერთზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.