1720971249
უცხოეთი
ალაბამას ღამის კლუბში სროლას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა - CNN
ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემის ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით.
გამოძიების მიხედვით, სულ მცირე ერთმა ადამიანმა, ღამის კლუბის მიმართულებით ქუჩიდან ისროლა. შედეგად, კლუბის ტერიტორიაზე მყოფი ორი ქალი და ერთი კაცი, რომელიც დაწესებულების სიახლოვეს, ტროტუარზე იპოვეს, გარდაცვლილი დახვდათ, კიდევ ერთი პირი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
პოლიციას მომხდარის მოტივებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ბოლო ცნობებით, დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ.
როგორც CNN წერს, 2024 წლის განმავლობაში, აშშ-ში უკვე, მასობრივი სროლის 293 შემთხვევაა აღრიცხული. გამოცემა აღნიშნავს, რომ მასობრივ სროლაში ოთხი ან მეტი პირის მისამართით ცეცხლის გახსნა იგულისხმება.