Loading data...
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდეს ავიამზიდზე ხანძარი გაჩნდა - დაშავდა ეკიპაჟის ორი წევრი

ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს ავიამზიდ USS Gerald Ford-ზე გაჩენილი ხანძრის გამო ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა. ხანძარი საბრძოლო მოქმედებებს არ უკავშირდება. ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობა / აშშ-ის მე-5 ფლოტი ავრცელებს. 

მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი USS Gerald Ford ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობს და ამჟამად წითელ ზღვაში ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში იმყოფება.

ხანძარი საბრძოლო მოქმედებებს არ უკავშირდება და ის უკვე ლოკალიზებულია. ავიამზიდი კი ოპერირებას განაგრძობს. 

დაშავებული ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.