Loading data...
აიათოლა ალი ხამენეი: ურანის გამდიდრება ბირთვული პრობლემის გასაღებია და მტრები, სწორედ, გამდიდრებაზე არიან ორიენტირებულნი

„ისლამურმა რესპუბლიკამ ყველა მტრულ ქმედებასა და შეთქმულებას გაუძლო“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის იმამ ხომეინის გარდაცვალების 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, აშშ-თან ურთიერთობასაც შეეხო. 

„ამერიკის აბსურდულ ბრალდებებზე ჩვენი პასუხი ნათელია, მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მსოფლიოში აშშ-ის პოზიციის მკვეთრ ვარდნაზე, სწორედ, მისმა ყოფნამ იქონია გავლენა.

„ამერიკა მუდმივად აღნიშნავს, რომ ბირთვული ინდუსტრია არ უნდა იყოს ჩვენს მფლობელობაში. ამ საკითხს ირანი აბსურდულ მტკიცებას უწოდებს. მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ. 

ბირთვული ინდუსტრია სხვადასხვა სფეროზე ახდენს გავლენას, მათ შორის სამეცნიერო სფეროზეც. მოგეხსენებათ, ურანის გამდიდრება ბირთვული პრობლემის გასაღებია და მტრები, სწორედ, გამდიდრებაზე არიან ორიენტირებულნი. 

დღეს ისლამურ მთავრობებს ბევრი ვალდებულება აქვთ, განსაკუთრებით პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. აღარ არის თავაზიანობის, ხათრიანობის ან ნეიტრალიტეტის დრო. არც დუმილის დროა. 

ისინი ხალხს ბომბებითა და ტყვიებით კლავენ. რა საზიზღრები და ბოროტები შეიძლება იყვნენ ადამიანები! ამერიკა ამ დანაშაულის თანამონაწილეა და რეგიონიდან უნდა განიდევნოს.

თუ რომელიმე ისლამური სახელმწიფო რაიმე ფორმით მხარს დაუჭერს სიონისტურ რეჟიმს, მის შუბლზე აუცილებლად დარჩება მარადიული სირცხვილი“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.