1769954694
უცხოეთი
აიათოლა ალი ხამენეი: აშშ-მა უნდა იცოდეს, რომ თუ ის ახალ ომს დაიწყებს, ამჯერად ეს რეგიონული ომი იქნება
„აშშ-მა უნდა იცოდეს, რომ თუ ის ახალ ომს დაიწყებს, ამჯერად ეს რეგიონული ომი იქნება“, - ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
ხამენეის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა არცერთ ქვეყანაზე თავდასხმას არ დაიწყებს, თუმცა ირანელი ერი ძლიერ დარტყმას მიაყენებს ყველას, ვინც მას თავს დაესხმება.
„არაფერია ახალი, რომ ისინი ხანდახან ომზე, თვითმფრინავებზე, გემებსა და ყველაფერზე საუბრობენ. წარსულში ამერიკელები არაერთხელ იმუქრებოდნენ და ამბობდნენ, რომ ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის ომის ვარიანტი. ირანელი ხალხი ამ საფრთხეების გავლენის ქვეშ არ მოექცევა“, – აღნიშნა ირანის სულიერმა ლიდერმა.