Loading data...
აჰმედ ალ-შარაა: სირია-ისრაელის მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა, მე სერიოზულად ვარ განწყობილი შეთანხმების მიღწევის მიმართ

სირიის ლიდერმა აჰმედ ალ-შარაამ თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიასა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა, თუმცა მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება ისრაელის სირიის ტერიტორიაზე დარჩენის დაჟინებული მოთხოვნის გამო.

მისი თქმით, ისრაელი სირიას „დიდი სისასტიკით“ მოეპყრო, გულისხმობს - [ისრაელის დარტყმებს სირიის ბაზებსა და ქვეყნის ნაწილების კონტროლქვეშ მყოფ ჯარებზე].

ის დასძენს, რომ სირია სერიოზულად არის განწყობილი ისრაელთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების მიღწევის საკითხის მიმართ, რათა შეინარჩუნოს რეგიონული სტაბილურობა.