Loading data...
აჰმედ ალ-შარაა: ისრაელი ყოველთვის აცხადებდა, რომ სამხრეთ სირიიდან თავდასხმების ეშინია, ყველა ქვეყანა უჭერს მხარს მის უკან დახევას 8 დეკემბრამდე არსებულ პოზიციებზე

სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ „ალ ქაიდასთან“ კავშირზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას „მშვიდობიანი მოქალაქე არასდროს დაუშავებია“.

სირიის პრეზიდენტის განცხადებით, სხვადასხვა ფრონტზე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ღირსეულად იბრძოდა.

აჰმედ ალ-შარაას თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით მხარს უჭერს სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას.

სირიის პრეზიდენტმა ისრაელი რეგიონის სხვა ქვეყნებში „კრიზისების ექსპორტირებაში“ დაადანაშაულა, რათა ღაზაში „საშინელი ხოცვა-ჟლეტიდან“ ყურადღება გადაიტანოს.

აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, ისრაელი გახდა ქვეყანა, რომელიც მოჩვენებებთან იბრძვის.

„ისრაელი ყოველთვის ამბობდა, რომ ეშინია რეგიონიდან, კერძოდ, სამხრეთ სირიიდან თავდასხმების, მაგრამ რა დაიცავს ამ ტერიტორიას, თუ არა სირიის არმია და უსაფრთხოების ძალები? ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელშიც შეერთებული შტატები მონაწილეობს. ყველა ქვეყანა მხარს უჭერს ისრაელის უკან დახევას 8 დეკემბრამდე არსებულ პოზიციებზე და ლეგიტიმური უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას, რათა ორივე მხარემ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი“, – აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.