Loading data...
„აღარასდროს იომოთ“ - პაპი ლეო XIV მსოფლიო ლიდერებს მშვიდობისკენ მოუწოდებს

რომის ახალმა პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს საკვირაო მესის შემდეგ პირველად მიმართა.

რომის პაპი ლეო XIV  მსოფლიოს წამყვან ლიდერებს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს. 

„აღარასდროს იომოთ“- განაცხადა ახლად არჩეულმა რომის პაპმა.

ახალი პაპი მხარეებს, ღაზაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ, მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისკენ მოუწოდებს.

„ყველა პატიმარი უნდა გათავისუფლდეს და ბავშვები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ...“, - აცხადებს რომის პაპი.

ლეო ციტირებს პაპ ფრანცისკეს სიტყვებს, სადაც ის გმობს დღეს მსოფლიოში არსებული კონფლიქტებს და ამბობს, რომ ეს „ნაწილ-ნაწილ მესამე მსოფლიო ომია“.

რომის პაპი, ასევე, მოუწოდებს მხარეებს უკრაინაში „ყველა ღონე იხმარონ ნამდვილი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის რაც შეიძლება მალე მისაღწევად“ და მიესალმება ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბოლო დროს დადებულ ცეცხლის შეწყვეტას და დასძენს, რომ ღმერთს ევედრება, მსოფლიოს „მშვიდობის სასწაული“ მიანიჭოს.