Loading data...
ადმირალი რობ ბაუერი: ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობა 2014 წელს შეწყდა

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის განცხადებით, ნატო თითქმის 20 წელია ცდილობს დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა როდესაც რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, შეიჭრა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ყველა ძალისხმევა მთლიანად განადგურდა. 

„ნატო-რუსეთს შორის ურთიერთობა 2014 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ეს იყო მომენტი, როდესაც რუსეთის ელჩს და სამხედრო წარმომადგენელს ალიანსის შტაბ-ბინაში შესვლაზე უარი უთხრეს. ეს იყო ურთიერთობებში მთავარი ცვლილება. ჩვენ, როგორც სამხედრო ალიანსი თითქმის 20 წელი ვცდილობდით რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები დამყარებას, მაგრამ 2008 წელს საქართველოში შეჭრის, 2014 წელს კი ყირიმის ანექსიისა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში შეჭრის შემდეგ, ყველა ძალისხმევა განადგურდა“, - განაცხადა ადმირალმა. 

მისივე თქმით, ომის დაწყებიდან 50-ზე მეტი სახელმწიფო, მხარს უჭერს კიევს.