Loading data...
ადგილობრივი მედია: ევროპის სამ ქვეყანაში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილაში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ HiPP-ის ქილებში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს

მედიის ცნობით, დაკავებულია 39 წლის კაცი, რომელიც ფიგურირებს ბავშვთა საკვებ HiPP-ის კომპანიისგან თანხის გამოძალვის საქმეში.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პოლიცია დამატებით დეტალებს, მათ შორის დაკავების ზუსტ ადგილსა და ეჭვმიტანილის ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

როგორც მედია წერს, ქილა, რომელიც Eisenstadt-ის სუპერმარკეტში იყო ნაყიდი, 18 აპრილს ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ ის შეიცავდა 15 მიკროგრამ ვირთხის საწამლავს. უცნობია, რა მოხდებოდა, ეს რომ ბავშვს ეჭამა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში მაღაზიების თაროებზე აღმოჩენილი ბავშვთა საკვები, რომელიც ვირთხის საწამლავს შეიცავდა, დაკავშირებულია ერთ პიროვნებასთან. ის კომპანიისგან ორ მილიონ ევროს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ მოწამლულ ქილებს განათავსებდა Tesco-ს სუპერმარკეტებში ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, სლოვაკეთის ქალაქ დუნაისკა სტრედაში, ასევე Interspar-ის მაღაზიაში ავსტრიის ქალაქ აიზენშტადტში.