Loading data...
აბუ-დაბიში რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედიები ავრცელებენ.

მოლაპარაკებები ორ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.

„გარღვევებს“, ან სწრაფ შედეგებს არ უნდა ველოდოთ“, - წერს უკრაინული მედია. 

სააგენტო AFP-ს ცნობით, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უკრაინამ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ევროპის მომავალი უსაფრთხოების სისტემის განხილვა, განუცხადა სააგენტოს უკრაინული დელეგაციის წყარომ. მისივე თქმით, ამ საკითხზე მხარეთა პოზიციები განსხვავებულია.

აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების პირველი დღეს კიევმა და მოსკოვმა სხვა საკითხებთან ერთად უსაფრთხოების გარანტიები და სამხედრო ტყვეთა გაცვლის საკითხები განიხილეს ფორმულით 1000 – 1000-ზე, ან 1500 – 1500-ზე.