Loading data...
„აბსურდი“ - პესკოვი შოიგუსა და გერასიმოვის დაპატიმრების ორდერზე, რომელიც ICC პროკურორმა გასცა

კრემლში ჰააგის სასამართლოს მიერ უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შოიგუსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერების გაცემას აბსურდულს უწოდებენ.

„ჩვენ ეს ორდერები საკმაოდ აბსურდულად მიგვაჩნია, როგორც წინა ორი ორდერი, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფოს ლიდერსა და ჩვენს ბავშვთა ომბუდსმენს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციას და მის მიერ გაცემულ ორდერებს.