1750790421
უცხოეთი
აბას არაღჩის განცხადებით, ირანი არ დაბრუნდება აშშ-ის პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე მის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაბრუნდება, ვიდრე მის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.
„ირანმა შეტყობინებები მიიღო აშშ-დან და საჭირო პასუხები დაუბრუნა შუამავლებისა და არაპირდაპირი არხების მეშვეობით,“ - განუცხადა არაღჩიმ მედიას.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვითი ძალებში აცხადებენ, რომ ფენომენალური მიღწევის მიუხედავად, ირანის წინააღმდეგ კამპანია არ დასრულებულა და ისრაელი ახალ ფაზაში შედის.