Loading data...
აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტისას პაკისტანელ ოფიციალურ პირებს აშშ-სთან მოლაპარაკებებში ირანის მოთხოვნების სია გადასცა - Sky News

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პაკისტანელ შუამავლებს აშშ-ის წინადადებებთან დაკავშირებით ირანის მოთხოვნების სია გადასცა, - ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება. 

აბას არაღჩიმ ისლამაბადში მოლაპარაკებები პაკისტანელ კოლეგასთან იშაქ დარისთან და პაკისტანის არმიის მეთაურთან ასიმ მუნირთან გამართა.

როგორც მედიასაშუალება წერს, აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ამ შაბათ-კვირას არ არის დაგეგმილი, თუმცა თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ისლამაბადში გაემგზავრნენ. 

მანამდე კი, თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ „ირანი წინადადებას ამზადებს და ვნახოთ, რა იქნება.“