აბას არაღჩი: ვაშინგტონი და თეირანი ახლოს არიან ურთიერთგაგების თაობაზე მემორანდუმის გაფორმებასთან
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს მყიფე ცეცხლის შეწყვეტის კიდევ 60 დღით გახანგრძლივებას და დამატებითი მოლაპარაკებების დაწყებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ხელმოწერასთან ყველაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
არაღჩიმ, ასევე, მოუწოდა მედიას, თავი შეიკავოს შეთანხმების შინაარსზე სპეკულაციებისგან, ვიდრე დოკუმენტი საბოლოოდ არ გაფორმდება.
შეთანხმების დასრულების შემდეგ, მისი თქმით, ყველა დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
„ურთიერთგაგების მემორანდუმი არასოდეს ყოფილა დასრულებასთან ასე ახლოს. მედიამ თავი უნდა შეიკავოს მის შინაარსთან დაკავშირებით სპეკულაციებისგან. ჩვენი პასუხისმგებლობიანი და გამჭვირვალე მიდგომის შესაბამისად, ყველა დეტალი საზოგადოებას დროულად მიეწოდება“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.