Loading data...
აბას არაღჩი: სტივ უიტკოფისგან შეტყობინებებს პირდაპირ ვიღებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებში ვართ ჩართული

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისგან პირდაპირ ვიღებ შეტყობინებებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, აშშ-სთან კონტაქტები არ ნიშნავს, რომ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

„მე [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ] უიტკოფისგან პირდაპირ ვიღებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებში ვართ ჩართული. ირანში რომელიმე მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა შეტყობინების გადაცემა ან მიღება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ხდება, ასევე კომუნიკაცია უსაფრთხოების სააგენტოებს შორისაც არის“, - აღნიშნავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

არაღჩიმ განმარტა, რომ მათ არასდროს ჰქონიათ აშშ-სთან მოლაპარაკებების „კარგი გამოცდილება“.

მისი თქმით, აშშ-ის „ნდობა ნულის დონეზეა“.

„არ გვაქვს იმის იმედი, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები რაიმე შედეგს მოიტანს, ნდობის დონე ნულის ტოლია“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.