Loading data...
აბას არაღჩი: სამწუხაროა, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ბატონი მერცია, ახლა გერმანიას მსოფლიო ასპარეზზე წარმოადგენს

გერმანია ოდესღაც ევროპის პროგრესის ძრავა იყო, ახლა რეგრესიის ძრავად გადაიქცა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ გერმანიაში პატივსაცემი პოლიტიკური ლიდერები დაბრუნდებიან. 

გასული წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის დაჟინებული მოთხოვნით, ევროპის სამეულმა (გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი) ბირთვულ მოლაპარაკებებში თავისი როლი დაასრულა ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების აღდგენით, ახლა კი, მერცი იმავე მოლაპარაკებებში დაბრუნების ნებართვას ითხოვს.

სამწუხაროდ, ჩვენ, ირანელებს მერცის პოლიტიკური გულუბრყვილობისა და არასასიამოვნო ხასიათის კიდევ რამდენიმე მაგალითი შეგვხვედრია.

ისრაელმა 2025 წლის ივნისში 1 000-ზე მეტი ირანელი როდესაც მოკლა, ის ზეიმობდა. მერცი, ასევე, საჯაროდ ოცნებობდა, რომ ირანი, სავარაუდოდ, კოლაფსისგან რამდენიმე კვირით იყო დაშორებული.

გერმანელები დიდი ხალხია, რომლებმაც თავიანთი შრომისმოყვარეობითა და გამომგონებლობით კაცობრიობის განვითარებაში წვლილი შეიტანეს. ირანი ყოველთვის მიესალმებოდა გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობებს.

ამიტომ ორმაგად სამწუხაროა, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ბატონი მერცია, ახლა გერმანიას მსოფლიო ასპარეზზე წარმოადგენს.

ვიმედოვნებთ, გერმანიაში უფრო მოწიფული და პატივსაცემი პოლიტიკური ლიდერები დაბრუნდებიან“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ.