Loading data...
აბას არაღჩი: რუსეთი და ჩინეთი ირანს სხვადასხვა გზით ეხმარებიან

რუსეთი და ჩინეთი ირანს სხვადასხვა გზით ეხმარებიან, მათ შორის „სამხედრო თანამშრომლობის“ გზით - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ. იტყობინება Politico.

„ჩვენ წარსულში მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და ეს თანამშრომლობა დღემდე გრძელდება, მათ შორის სამხედრო სფეროში. ირანმა ამ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები განავითარა: პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებშიც კი“, - აღნიშნა მან.

გამოცემა წერს, რომ ირანმა და რუსეთმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გააძლიერეს კავშირები. მაგალითად, თეირანი მოსკოვს „შაჰედის“ დრონებით ამარაგებს, რომლებსაც რუსები უკრაინაზე თავდასხმებისთვის იყენებენ. 

გარდა ამისა, ირანმა 2021 წელს ჩინეთთან 25-წლიანი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.