აბას არაღჩი: ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა იმ ობიექტებს დაარტყეს, რომლებსაც შეერთებული შტატები სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდა
„ირანის შეიარაღებულმა ძალებმა იმ ობიექტებს შეუტიეს, რომლებსაც შეერთებული შტატები სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდა“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
„ნებისმიერ მტრულ ქმედებას დაუყოვნებელი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. იმას, რასაც სანქციებით და ომით ვერ მიაღწიეს, ვერც ახალი ომით მიაღწევენ“, - წერს აბას არაღჩი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს კონგრესში გამოსვლის ვიდეო დაურთო, სადაც ამერიკის პირველი დიპლომატი საუბრობს იმაზე, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეები, მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი ვაშინგტონთან „ფანტასტიკურად“ თანამშრომლობენ.
Our Armed Forces are conducting self-defense strikes on sites the U.S. is permitted to use to attack civilian shipping and violate the ceasefire.
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) June 3, 2026
Any hostile act will be met with an immediate, decisive response. What sanctions and war failed to achieve won't be won with more war pic.twitter.com/CwjULJ6PeI