1775323742
უცხოეთი
აბას არაღჩი: ირანს არასდროს უთქვამს უარი პაკისტანში მოლაპარაკებების გამართვაზე
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს.
„ამერიკული მედია ირანის პოზიციას არასწორად წარმოაჩენს. მადლიერი ვართ პაკისტანის ძალისხმევისთვის და არასდროს გვითქვამს უარი ისლამაბადში ჩასვლაზე. ჩვენ გვაღელვებს იმ უკანონო ომის საბოლოო და გრძელვადიანი დასრულების პირობები, რომელიც ირანს თავს მოახვიეს“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Iran's position is being misrepresented by U.S. media.
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) April 4, 2026
We are deeply grateful to Pakistan for its efforts and have never refused to go to Islamabad. What we care about are the terms of a conclusive and lasting END to the illegal war that is imposed on us.
پاکستان زنده باد pic.twitter.com/AUjBQxOFyA