Loading data...
აბას არაღჩი: ირანის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დაუყოვნებლივ და მძლავრად უპასუხონ ნებისმიერ აგრესიას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულად მზად არიან იმისთვის, რათა ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას დაუყოვნებლივ და მძლავრად უპასუხონ. 

„ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები მზადყოფნაშია - თითი სასხლეტზე აქვთ, რათა დაუყოვნებლივ და მძლავრად უპასუხონ ნებისმიერ აგრესიას ჩვენი საყვარელი მიწის, ცისა და ზღვის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, 12-დღიანი ომის გამოცდილებამ გააძლიერა ირანის უნარი, „კიდევ უფრო ძლიერად, სწრაფად და ღრმად“ უპასუხოს ნებისმიერ მომავალ საფრთხეს.