1773573114
უცხოეთი
აბას არაღჩი: ჰორმუზის სრუტე ღიაა ყველასთვის, გარდა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გემებისა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გადაადგილებისთვის ღიაა. აღნიშნულის შესახებ მან MS NOW-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს სრუტე მხოლოდ ირანის ოპონენტებისა და მათი მოკავშირეების კუთვნილი ტანკერებისა და გემებისთვისაა დაკეტილი.
„ჰორმუზის სრუტე ღიაა ყველასთვის, გარდა აშშ-ის გემებისა და [აშშ-ის] მოკავშირეებისა. სხვებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“ - აცხადებს ირანელი დიპლომატი.
არაღჩიმ დასძინა, რომ ბევრ გემი საკუთარი უსაფრთხოების მიზნით სრუტეში გავლას არ ირჩევს, თუმცა ეს ირანს არ ეხება.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში ბევრი ტანკერი და სატვირთო გემი გადაადგილდება, ამიტომ ის დაკეტილი არ არის.