1791111510
უცხოეთი
აბას არაღჩი: ჰორმუზის სრუტე ერთ კვირაში გაიხსნება, თუ აშშ ირანის გეგმას დაეთანხმება
„ჰორმუზის სრუტე, შესაძლოა, მაქსიმუმ ერთ კვირაში გაიხსნას, თუ შეერთებული შტატები ირანის მიერ შემოთავაზებულ გეგმას მიიღებს“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თეირანში უცხოური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ირანმა წელს აშშ-სთან არსებული უთანხმოებისა და კონფლიქტის მოგვარების გეგმა წარადგინა. ცნობილია როგორც „შვიდდღიანი გეგმა“.
არაღჩიმ აღნიშნა, რომ თუ გეგმას მიიღებენ, სრუტე შვიდი დღის განმავლობაში კვლავ გაიხსნება.