1772390281
უცხოეთი
აბას არაღჩი აცხადებს, რომ ტრამპმა „მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვის“ ბრძანება გასცა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების შემდეგ ფაქტობრივად, „მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვა“ ბრძანა.
„ჟენევა იმ გაგებით დავტოვეთ, რომ შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმებას მივაღწევდით. მათ, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდათ, წარმატებით შეასრულეს თავიანთი მისია“, - დაწერა არაღჩიმ X-ზე.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ირანის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი.
ტრამპმა განაცხადა, რომ მიღწეული პროგრესით კმაყოფილი არ იყო.