Loading data...
აბას არაღჩი: აშშ-ის ნაქები უსაფრთხოების ქოლგა აღმოჩნდა, რომ ხვრელებითაა სავსე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„აშშ-ის ნაქები უსაფრთხოების ქოლგა აღმოჩნდა, რომ სავსეა ხვრელებით და უფრო მეტად იწვევს პრობლემებს, ვიდრე აკავებს მათ. ახლა აშშ სხვებს, ჩინეთსაც კი, ეხვეწება, დაეხმარონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ირანი მოუწოდებს მოძმე მეზობლებს, გააძევონ უცხოელი აგრესორები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როცა აშშ-ს ერთადერთი საზრუნავი ისრაელია“, – დაწერა არაღჩიმ.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვაში ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას და ადგილზე სამხედრო გემებს გააგზავნიან.