Loading data...
აბას არაღჩი: აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენი სამიზნე რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები იქნებიან და არა რეგიონის ქვეყნები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ და თეირანი შეთანხმდნენ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე, თუმცა თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.

თუმცა, მისი თქმით, თეირანი და ვაშინგტონი მიიჩნევენ, რომ ის მალე უნდა გაიმართოს.

Al Jazeera-ს ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა აშშ-სთან ომის შესაძლებლობა, არაღჩიმ უპასუხა: „შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ასევე, ომისთვის“

„ამერიკელებს და რეგიონის ქვეყნებს ვეუბნებით, რომ [აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში] ჩვენი სამიზნე იქნება რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები და არა რეგიონის ქვეყნები - და ამათ შორის განსხვავებაა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ მხარეს შორის ნდობის საკითხს. მისი თქმით, გასული წლის ომის გამო, ნდობის აღდგენისთვის ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.