1768843414
უცხოეთი
93 წლის ასაკში იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა
93 წლის ასაკში ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი და ბიზნესმენი, ვალენტინო გარავანი რომში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
დიზაინერი მსოფლიოსთვის „ვალენტინოს“ სახელით იყო ცნობილი.
გარავანი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.
„ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ვალენტინომ შექმნა შემოქმედებითი იმპერია“, - წერს იტალიური მედია.
დიზაინერს რომში დაკრძალავენ.