7-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ-მა ვენესუელაში საელჩოს თავზე დროშა აღმართა
აშშ-მა ვენესუელაში საელჩოს თავზე დროშა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ პირველად აღმართა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავა, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ნიუ-იორკში გადაიყვანა და ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის ურთიერთობებისთვის ახალი ერა დაიწყო. ჩვენ ვენესუელის გვერდით ვრჩებით“, - წერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ლაურა დოგუ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც დოგუ წერს, მან და მისმა გუნდმა დროშა „მისი ჩამოხსნიდან ზუსტად შვიდი წლის შემდეგ აღმართეს“. აღსანიშნავია, რომ ვენესუელაში აშშ-ის საელჩოზე დროშა 2019 წლის 14 მარტს ჩამოხსნეს, მას შემდეგ, რაც კარაკასმა ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, აშშ-ის მიერ 2018 წელს ქვეყნის ლიდერად მადუროს ხელახალი არჩევის არაღიარების გამო.
En la mañana del 14 de marzo de 2019, la bandera estadounidense fue arriada por última vez en la Embajada de los Estados Unidos en Caracas. Esta mañana, 14 de marzo de 2026, a la misma hora, mi equipo y yo izamos la bandera de los Estados Unidos—exactamente siete años después de… pic.twitter.com/kTrwnnECdb
— Embajada de los EE.UU., Venezuela (@usembassyve) March 14, 2026