3 მილიონზე მეტმა გერმანელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც ახალი წლის ღამეს ფოიერვერკის აკრძალვას ითვალისწინებს
სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა გერმანიის პოლიციის პროფკავშირის (GdP-ის) ბერლინის ფილიალის მიერ შემუშავებულ პეტიციას, რომელიც ახალი წლის ღამეს ფოიერვერკების მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ ინიციატორებმა 2 იანვარს განაცხადეს, იუწყება Welt-ი.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პეტიციას 700 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. „პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რომ ამ ხმებს სერიოზულად აღიქვამენ“, - განაცხადა ბერლინში GdP-ის თავმჯდომარემ სტეფან ვეხმა.
5 იანვარს გერმანიის გარემოსდაცვითი დახმარების ასოციაცია (Deutsche Umwelthilfe) სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის პოლიციის პროფკავშირთან ერთად, ბერლინში ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრ დობრინდტისთვის მსგავსი პეტიციის წარდგენას გეგმავს. ამ პეტიციას უკვე 970 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაღუპულთა და ათასობით დაშავებულის გათვალისწინებით, ინიციატორები ახალი წლის ღამეს ფოიერვერკების კერძო შესყიდვისა და გამოყენების სამუდამოდ აკრძალვას მოითხოვენ.
გერმანიის მთავრობამ ჯერჯერობით უარყო ფოიერვერკების საყოველთაო აკრძალვა.
ახალი წლის ღამეს გერმანიაში პოლიციამ და სამედიცინო პერსონალმა პიროტექნიკის გამოყენებით მიღებული დაზიანებების მრავალი შემთხვევა დააფიქსირეს, რომელთაგან სულ მცირე ორი ფატალური აღმოჩნდა.