Loading data...
23 სექტემბერს ტრამპი ზელენსკის შეხვდება

23 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ნიუ-იორკში შეხვდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა. 

ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიას დაესწრება, სადაც 23 სექტემბერს, მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვა.

„პრეზიდენტი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს გაეროს გენერალურ მდივანთან და უკრაინის, არგენტინისა და ევროკავშირის ლიდერებთან“, - დასძინა ლევიტმა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიას დაესწრება.