Loading data...
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე დონალდ ტრამპს FIFA-ს პირველი „მშვიდობის პრემია“ გადაეცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის დროს FIFA-ს „მშვიდობის პრემია“ მიიღო

ამგვარად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ფიფას“ ახალი „მშვიდობის პრემიის“ პირველი ლაურეატი გახდა. დაჯილდოების ცერემონია ვაშინგტონში 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის ცერემონიაზე გაიმართა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში - აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში - 16 სხვადასხვა სტადიონზე გაიმართება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში: აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში, 16 სხვადასხვა სტადიონზე გაიმართება.

„ფიფას“ პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ტრამპს ჯილდო პირადად გადასცა ჯონ ფ. კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გამართულ ცერემონიაზე.

ინფანტინომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთი მშვიდობის სიმბოლოა და „ფიფას“ მშვიდობის პრემია - ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს“ შექმნილია იმ პირების პატივსაცემად, რომლებიც აერთიანებენ ადამიანებს და იმედს შთააგონებენ მომავალ თაობებს.

„ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა ლიდერისგან - ლიდერისგან, რომელიც ხალხზე ზრუნავს“, - განაცხადა ინფანტინომ ტრამპის შესახებ, რომელსაც ოქროს თასი გადაეცა.

ფიფას პრეზიდენტმა ტრამპს უთხრა: „ეს თქვენი პრიზია, ეს თქვენი მშვიდობის პრიზია“.

ჯილდოს მიღების შემდეგ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ოჯახს, განსაკუთრებით მეუღლეს, პირველ ლედის მელანია ტრამპს და მოკლე სიტყვაში შეაქო ორი სხვა მასპინძელი ქვეყნის ლიდერები, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი, ამ ქვეყნებთან კოორდინაციას კი „შესანიშნავი“ უწოდა.

„ეს ნამდვილად ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივია“, - აღნიშნა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ წილისყრის ცერემონიაზე მიმდინარე ტურნირისთვის 12 ჯგუფი განისაზღვრა, რომელშიც 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.