2026 წლის ივნისი და ივლისი ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში ევროპაში ყველაზე ცხელი თვეები იყო
მიმდინარე წლის ივნისში და ივლისში ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც კლიმატის ცვლილების ევროპის სამსახური იუწყება, საშუალო ტემპერატურამ ამ პერიოდის განმავლობაში 21,62 გრადუსი შეადგინა, რაც 1991-2020 წლის საშუალო ტემპერატურაზე 2,79 გრადუსით მაღალია.
ამასთანავე, აღმოსავლეთ ევროპასა და სკანდინავიის ქვეყნებში ზაფხულის პირველი ორი თვე ბევრად გრილი იყო.
დასავლეთ ევროპაში მაისის შემდეგ ძალზე ხანგრძლივი დროის მანძილზე სიცხე დაფიქსირდა. აქ ძლიერი სიცხის ოთხი ტალღა იყო, რაც ამ რეგიონისთვის ძალზე უჩვეულოა.
ასევე რეკორდული ტემპერატურა ოკეანეშიც დაფიქსირდა. ამის მიზეზი ბუნებრივი მოვლენა „ელ-ნინიო“ გახდა, რომელიც წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში შეინიშნებოდა. ძლიერმა სიცხემ სანაპირო ზოლს და ზღვის ეკოსისტემებს სერიოზული ზიანი მიაყენა.
5 აგვისტოს ავსტრიასა და სლოვაკეთში დაფიქსირდა ყველაზე ცხელი დღე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ქალაქ ბად-დოიჩ-ალტენბურგში ტემპერატურა 41,2 გრადუსი იყო. სლოვაკეთის კამენიცა-ნად-გრონომის მუნიციპალიტეტში კი ტემპერატურამ 41,4 გრადუსი შეადგინა. ვენაში რეკორდული სიცხე 4 აგვისტოს იყო - 41 გრადუსი ცელსიუსით.