2026 წელი საერთაშორისო სპორტში რუსეთის მასშტაბური დაბრუნების წელი იქნება - უმაღლესი რადას წევრი ჟან ბელენიუკი
უკრაინის უმაღლესი რადას წევრის, „ხალხის მსახურის“ წარმომადგენლის ჟან ბელენიუკის განცხადებით, 2026 წელი საერთაშორისო სპორტში რუსეთის დაბრუნების წელი იქნება.
„სამწუხაროდ, 2026 წელი საერთაშორისო სპორტში, მათ შორის საკუთარი სიმბოლოებით, რუსეთის მასშტაბური დაბრუნების წელი იქნება. ამის დადასტურება როგორც ფაქტის, უკვე შესაძლებელია. სამართლიანია ეს? არა, ეს არ არის სამართლიანი“, - განაცხადა ბელენიუკმა.
ბელენიუკმა დასძინა: „ეს პოლიტიკაა და ჩვენ დიდი ხანია გვესმის, რომ სპორტი მისი განუყოფელი ნაწილია და ეს ნაწილი ყოველთვის სამართლიანი არ არის“.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული სპორტი არ უნდა გაჩერდეს.
„სანამ ომი გრძელდება, თითოეული ჩვენგანის ამოცანაა, ყველგან, სადაც შესაძლებელია, ხმამაღლა გავაჟღეროთ ამის შესახებ“, - აცხადებს „უმაღლესი რადას“ წევრი.