Loading data...
2023 წელს დაახლოებით 85 ათასი ქალი და გოგო ფემიციდის მსხვერპლი გახდა - გაერო

გაეროს მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 85 ათასი ქალი და გოგონა გახდა ფემიციდის მსხვერპლი.მათგან დაახლოებით 51 000 (60 %) პარტნიორებმა ან ოჯახის სხვა წევრებმა განზრახ მოკლეს.

„ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველ 10 წუთში ერთი ქალი ან გოგონა იღუპება ოჯახური ძალადობის შედეგად,“ - აცხადებენ გაეროში. 

გაეროს მონაცემებით, ფემიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკაშია, შემდგომ ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ევროპაში ფიქსირდება. 

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია მოითხოვდა გამკაცრებულ კანონმდებლობას და მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.