2022 წლის შემდეგ ბრიტანული ოფშორული კომპანიების მეშვეობით რუსეთმა 160-ზე მეტი ძვირად ღირებული იახტა შეიძინა - Transparency
„უკრაინასთან ომმა და დასავლეთის სანქციებმა რუსეთში იახტების გადაზიდვა ვერ შეაჩერა. ოფიციალური პირები და ბიზნესმენები ძვირად ღირებული ნივთების და ფუფუნების საგნების შეძენას ოფშორული კომპანიების მეშვეობით აგრძელებენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას კრიტიკული რუსული მედიასაშუალება Moscowtimes-ი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - რუსეთის“ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ორგანიზაციამ 2022 წლიდან 2024 წლის პირველ კვარტალამდე პერიოდში რუსეთში იახტების იმპორტისა და ექსპორტის 160 შემთხვევა გამოავლინა.
46-მეტრიანი იახტა „მარლინი“, რომელიც ჰოლანდიურმა გემთმშენებელმა ქარხანამ „ჰისენ იახტმა“ აწარმოა, რუსეთში კაიმანის კუნძულების გავლით შეიყვანეს.
იახტა მილიარდერ სულეიმან ქერიმოვისთვის შეიძინეს.
ამასთან, The Insider-ი წერს, რომ 2024 წელს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილე დიმიტრი მედვედევის ნდობით აღჭურვილმა პირებმა მედვედევისთვის ახალი იახტა „Hurry Up“ -ი შეიძინეს.
2023 წლის დეკემბერში პრიმორსკის გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ 1.2 მილიარდი რუბლის ღირებულების იახტა White Pearl-ი შეიძინა.
37 მეტრიანი იახტა იტალიაში 2021 წელს აწარმოეს, 2022 წელს კი რუსეთში ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია WP Management-ის მეშვეობით იქნა იმპორტირებული.
ასევე, 2023 წელს ძვირად ღირებული იახტა შეიძინეს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის და რუსეთის პრეზიდენტის ნათესავის ვიქტორ მედვედჩუკისთვის.