1770812563
უცხოეთი
18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა - დაკავებულია
„18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა დაკავებულია“, - განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა „როიტერსს“.
როგორც მედია პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია.
„ბრალდებული დაკავებულია“, - განუცხადა „როიტერსს“ პოლიციის უფროსის მოადგილემ ვიჩიან სობუნმა.
ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაშავდა.