170-ზე მეტი შეტაკება ფრონტზე - რუსებმა პოკროვსკის მიმართულებას 44-ჯერ შეუტიეს: უკრაინული მხარე

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 173 საბრძოლო შეტაკება მოხდა, რუსები ყველაზე აქტიურად კუპიანსკის და პოკროვსკის მიმართულებებზე შტურმით მიიწევდნენ, სადაც მტრის სულ 78 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოხსენებაშია აღნიშნული.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, სევერო-სლობოჟანსკის და კურსკის მიმართულებით, ბოლო დღის განმავლობაში, უკრაინულმა დანაყოფებმა რუსების 15 თავდასხმა მოიგერიეს.
მოწინააღმდეგემ ასევე განახორციელა 3 საჰაერო დარტყმა.
„სამხრეთ სლობოჟანსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ ოთხჯერ შეუტია უკრაინელი დამცველების პოზიციებს გლუბოკოეს, ვოვჩანსკის, კრასნი პერვის და დოროშევკას მიმართულებით. შემდეგ კი უკან დაიხია.
კრამატორსკის მიმართულებით გუშინ ექვსი შეიარაღებული შეტაკება დაფიქსირდა; ოკუპანტმა სტუპოჩკისკენ წინსვლა სცადა.
პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა დამცველებმა შეაჩერეს აგრესორის 44 თავდასხმა დასახლებებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ საოკუპაციო ძალებს ადამიანური რესურსებისა და აღჭურვილობის მხრივ და აქტიურად ძირს უთხრიან მტრის შეტევით პოტენციალს“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.