Loading data...
17 ოქტომბერს საფრანგეთში დაახლოებით 500 საპროტესტო აქცია და 90-ზე მეტი მსვლელობაა დაგეგმილი - Le Figaro

17 ოქტომბერს, საფრანგეთში დაახლოებით 500 საპროტესტო აქცია და 90-ზე მეტი მსვლელობაა დაგეგმილი. აღნიშნულის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Figaro იტყობინება. 

მედიასაშუალების ცნობით, მასშტაბური საპროტესტო აქციები საფრანგეთის დედაქალაქში 17 ოქტომბერს გაიმართება.

„მოსალოდნელია არეულობა, განსაკუთრებით პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში დაგეგმილი მსვლელობების დროს. ულტრამემარცხენეები შეეცდებიან სამართალდამცველებთან დაპირისპირებას და ძალადობას“, - წერს მედიასაშუალება. 

17 ოქტომბერს საპროტესტო აქციების გაგრძელება აქტივისტებმა „ყვითელი ჟილეტების მოძრაობის განახლებად“ დააანონსეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საჯარო მოხელეების, პროფკავშირების აქტივისტებისა და სტუდენტების საპროტესტო აქციები თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს.

დასაქმებულები ხელფასების გაზრდას ითხოვენ, სტუდენტები კი განათლების პირობების გაუმჯობესებას.