Loading data...
10 ყოფილი პატიმარი, რომლებიც უკრაინაში საომრად უნდა გაეგზავნათ, როსტოვის ოლქში მდებარე ერთ-ერთი პოლიგონიდან გაიქცა

10 ყოფილი პატიმარი, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმეს და რომლებიც უკრაინაში საომრად უნდა წასულიყვნენ, როსტოვის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამხედრო პოლიგონიდან გაიქცა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, გაქცეულ პატიმრებს შორის იყვნენ პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ მკვლელობისთვის, ყაჩაღობისთვის, გაუპატიურებისა და ნარკოტიკების გავრცელებისთვის.

გამოცემა Donday იუწყება, რომ დაწყებული სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პატიმარი დააკავეს, ხოლო 2-ის ადგილსამყოფელი დადგენილია. ამჟამად მათი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.