Loading data...
1-ელი სექტემბრიდან პოლონეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალებათ

პოლონეთის განათლების მინისტრის ბარბარა ნოვაცკას განცხადებით, 1-ელი სექტემბრიდან ქვეყანაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავენ. მინისტრის კომენტარს PAP-ი ციტირებს. 

ნოვაცკამ განაცხადა, რომ სკოლაში ტელეფონების გამოყენება „ნორმად ვერ ჩაითვლება“, რადგან „ბავშვები ინტერნეტზე დამოკიდებულები არიან“.

„ამჟამად ჩვენ ვასრულებთ მუშაობას მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც სკოლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომლის შედეგადაც 2026 წლის 1 სექტემბრიდან დაწყებით სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა. 

თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა, გამონაკლისი დაიშვას, მაგალითად, სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში.