1-ელ აპრილს ადამიანი პირველად 54 წლის შემდეგ მთვარისკენ გაფრინდება
ამერიკელი ასტრონავტები პირველად 54 წლის განმავლობაში, 1 აპრილს მთვარისკენ გაფრინდებიან. 10-დღიანი მისიის განმავლობაში მთვარის გარშემო შემოფრენა და დედამიწაზე დაბრუნება იგეგმება. ამის შესახებ CBS იუწყება.
1 აპრილს ფლორიდის კომპლექსიდან LC-39B, „არტემის2“-ის სტარტი შედგება. ეკიპაჟში 4 ასტრონავტი შედის. ოთხივე ჩრდილოეთ ამერიკიდანაა. მისიის ძირითადი მიზანია რეალური ფრენის დროს კოსმოსური ხომალდის, „ორიონის“ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების შემოწმება. სატესტო ფრენამ გზა უნდა გაუკვალოს მისიებს „არტემის-3“ და „არტემის-4“. მე-4 მისიის დროს დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე ადამიანის დაფრენა იგეგმება.
„არტემის-2“ უნიკალურია ბევრი მიზეზის გამო. პირველად მთვარის მისიაში ქალი შედის. ასევე ეკიპაჟში ასტრონავტი შედის, რომელიც აშშ-დან არ არის. კიდევ ერთი რეკორდი იქნება ის, რომ ასტრონავტები ყველაზე შორს აღმოჩნდებიან დედამიწიდან კოსმოსური ფრენების მთელი ისტორიის განმავლობაში.
პარალელურად მთვარეზე მისიას ჩინელებიც ამზადებენ. აშშ-ს კოსმოსური პაექრობის წაგება არ სურს და ამიტომ მთვარის მისიის განხორციელება ახლა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
