Loading data...
ზელენსკი: უკრაინაში დრონების წარმოებისთვის აშშ 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამზადებს 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინაში დრონების წარმოების დასაფინანსებლად.

„კიდევ ერთი ცალკეული პაკეტი მზადდება - უკრაინული დრონების წარმოების დაფინანსებისთვის, 800 მილიონი დოლარი. უკრაინა ამ მხარდაჭერისთვის მადლიერია. ჩვენ გვჭირდება, რომ მსოფლიოში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური საფრთხის მიუხედავად, უკრაინამ თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა შეძლოს. ეს აუცილებლად მოხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მან და ოსტინმა განიხილეს უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ განხორციელება.

„ჩვენი პარტნიორების მონდომება გვჭირდება, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კორეის ახალი როლის შესახებ ინფორმაციის ფონზე რუსეთის მხარდაჭერაში“, - დასძინა ზელენსკიმ.