Loading data...
ზელენსკი: უკრაინა მზად არის, თავი შეიკავოს დარტყმებისგან - კითხვა მხოლოდ რუსებთანაა - რა სურთ მათ?

ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ადასტურებს მზადყოფნას, შეწყვიტოს დარტყმები და დაიცვას სამშვიდობო შეთანხმება, თუმცა რუსეთისგან მკაფიო პოზიციას ელის.

„ბიჭებმა აუცილებლად უნდა დასვან კითხვები ამ დარტყმებთან დაკავშირებით - კითხვები, პირველ რიგში, ამერიკულ მხარეს უნდა დაუსვან, რომელმაც როგორც ჩვენ, ასევე, რუსეთს შესთავაზა თავი შეიკავონ დარტყმებისგან. უკრაინა მზადაა. ჩვენ ომი არ გვჭირდება“, - აცხადებს უკრაინის ლიდერი. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული ომის გაგრძელებით და მოქმედებს „სარკისებურად“, იცავს თავის სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას.

„ჩვენ, ასევე, მზად ვართ, სწრაფად გადავიდეთ ღირსეული შეთანხმებისკენ ომის დასასრულებლად. მხოლოდ რუსებთანაა კითხვა - რა სურთ მათ?“ - დასძინა ზელენსკიმ.