Loading data...
ზელენსკი: რუსეთი არა ცეცხლის შეწყვეტისთვის, არამედ ახალი შეტევისთვის ემზადება

პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის არ ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა,  მან მოისმინა დაზვერვის ანგარიში იმის შესახებ, თუ რისთვის ემზადება სინამდვილეში პუტინი.

მან დასძინა, რომ რუსები თავიანთ ჯარებსა და ძალებს ისე გადაადგილებენ, რომ ახალი შეტევითი ოპერაციები დაიწყონ.

„ის ნამდვილად არ ემზადება ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის. პუტინს მხოლოდ გადაწყვეტილი აქვს, რომ ამერიკასთან შეხვედრა პირად გამარჯვებად წარმოადგინოს და განაგრძოს ისე მოქმედება, როგორც ადრე, რათა უკრაინაზე ზეწოლა ისევე მოახდინოს, როგორც ადრე.

არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსებმა ომის შემდგომი ვითარებისთვის მოსამზადებლად სიგნალები მიიღეს. თავიანთი ჯარები ისე გადაჰყავთ, რომ ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.