Loading data...
ზელენსკი: პუტინი არ აპირებს ომის დასრულებას, რუსეთს არ სჭირდება მშვიდობა, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა

ჯერჯერობით რუსეთი და მისი ხელმძღვანელობა არ არიან მზად სამართლიანი მშვიდობისთვის და ეს ფაქტია. პუტინის ბოლო ე.წ „სამშვიდობო წინადადება“ გააუქმებს მის ყველა წინა განცხადებას ომის დამთავრების სურვილის შესახებ, - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში გლობალური სამშვიდობო სამიტის შემდეგ გამართულ დასკვნით პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„რუსეთს არ სჭირდებათ მშვიდობა - ფაქტია, ჩვენ ყველას გვჭირდება მშვიდობა. ამდენი პატივსაცემი ქვეყნის, შესაბამისი წარმომადგენლობისა და რელიგიური ლიდერების შეკრება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მშვიდობა“, - განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, პუტინმა თავისი „სამშვიდობო წინადადებით“ დაადასტურა, რომ არ აპირებს ომის დასრულებას, მაგრამ სურს გააგრძელოს ტერიტორიების მიტაცება.

მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო სამიტის შემდეგ ყველა მომდევნო შეხვედრა ჩატარდეს სხვადასხვა კონტინენტზე - როგორც აფრიკაში, ასევე, ლათინურ ამერიკაში, ევროპაში და აზიაში.

„ამის შემდეგ იქნება გეგმა“, - დასძინა ზელენსკიმ.