ზელენსკი: პოკროვსკსა და დონეცკის ოლქში ყველაზე რთული მდგომარეობაა

უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებენ. ისინი აქტიურობენ ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საღამოს მიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ, მას ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი ანგარიში ყველა სფეროს შეეხო.
ზელენსკის თქმით, ფრონტზე ყოველდღიურად ასზე მეტი ბრძოლა მიმდინარეობს. პოკროვსკი და დონეცკის ოლქის სხვა რაიონები კვლავ ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან.
„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს კურსკსა და ბელგოროდის რეგიონში - ჩვენ პრევენციულად ვიცავთ უკრაინის საზღვარს“, - დასძინა პრეზიდენტმა.