Loading data...
ზელენსკი: ორბანის უკრაინაში ვიზიტი აშკარა სიგნალია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპაში ერთიანობის შენარჩუნება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის უკრაინაში ვიზიტი აშკარა სიგნალია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპაში ერთიანობის შენარჩუნება.

მისივე თქმით, მხარეებმა განიხილეს გზა ხანგრძლივი მშვიდობისკენ.

„მრავალი წლის განმავლობაში და ომის დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტია უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ეს ხდება მას შემდეგ, რაც უნგრეთი გახდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის ნათელი გზავნილი ყველა ჩვენგანისთვის ევროპაში ერთიანობის და კოლექტიური ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობის შესახებ.

ჩვენ განვიხილეთ გზა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. მადლობა გადავუხადე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სამშვიდობო სამიტში უნგრეთის მონაწილეობისთვის და საბოლოო კომუნიკეს მხარდაჭერისთვის. ჩვენ კარგ პროგრესს მივაღწიეთ და კიდევ უფრო მეტი იქნება მომავალში. გვაქვს დადებითი ორმხრივი შედეგები.

საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სრულიად განსხვავებული ურთიერთობები უკრაინასა და უნგრეთს შორის,  უფრო კონკრეტული და გამჭვირვალე, რომელიც ასახავს ორმხრივ ინტერესებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.